კომპლექსური დავალება IV კლასში! "ჩემი ოჯახი"!

კომპლექსური დავალების ბარათი ინგლისური ენა

კლასი: IV

თემა: პოსტერის პრეზენტაცია თემაზე „ჩემი ოჯახი“

ძირითადი რესურსი: სახელმძღვანელო გამომცემლობა 21-ე (Setting Out)

დამხმარე რესურსი: მასწავლებლის მიერ შექმნილი რესურსი

იუნიტი: Unit 3;     

სამიზნე ცნება: ზეპირი მეტყველება

შედეგები: 1, 2, 3, 4, 10, 11;                                    

საკითხი / საკითხები: წერილის დაწერა საკუთარი ოჯახის გასაცნობად.

სტრატეგიები: ლექსიკის ათვისების, მოსმენილი ტექსტის გაგების, გრამატიკის.                        

ფუნქციური სამეტყველო მოქმედება: ინტერაქცია ინფორმაციის შესახებ - ფოტოსურათის აღწერა:  სახელდება, მითითება, აღნიშვნა; ინტერაქცია ემოციებსა და გრძნობებზე;

კოდირება და დეკოდირება

· მთავრული და არამთავრული ასოები, ანბანი.

· შესასწავლი წერილობითი ტექსტები,  ილუსტრირებული სიტყვები და სხვ.

მაკრო ფუნქციები: აღწერა, თხრობა.

მიკრო ფუნქციების გამომხატველი გამონათქვამები და ენობრივი კონსტრუქციები, რომელთა საშუალებითაც შევძლებთ ინტერაქციას: 

სოციალურ რიტუალებში - ინფორმაციის შესახებ; შეხედულებებისა და დამოკიდებულების შესახებ; ემოციებსა და გრძნობებზე;  ქმედებებსა და საქმიანობებზე. 

ლექსიკა: თემასთან დაკავშირებული სიტყვები:

Aunt, cousin, daughter, family, grandma, grandpa, grandparents, member, parents, son, uncle

გრამატიკა:

·         To be

·         To have

·         can

მოდალური ზმნა: can, cannot

კონრეტულ ტექსტში წერილობითი კომუნიკაციის  გრაფიკულ-მაორგანიზებელი საშუალებები:

·   ტექსტის სტრუქტურა

·   მართლწერა;

·   აბზაცი;

·   მისალმება/დამშვიდობება.

·   სასვენი ნიშნები;

ვიზუალური ეფექტები (ილუსტრაციები).

წერითი მეტყველების ჟანრები:  მეგობრული წერილი თანატოლს.

სტრატეგიები:

·         ლექსიკის და გრამატიკის ასათვისებლად;

·         მოსმენის/კითხვის სტრატეგიები;

·         წერითი კომუნიკაციის   სტრატეგიები;

მეტაკოგნიტური სტრატეგიები.

საკვანძო შეკითხვები:

·         როგორ შევადგინო ტექსტი?

·         რა დამეხმარება წერის მიზნის მიღწევაში?

·         რა ხერხები უნდა გამოვიყენოთ ნაწერის გასაუმჯობესებლად?

 

კომპლექსური დავალების პირობა:

მისწერე წერილი უცხოელ თანატოლს შენი ოჯახის წევრების შესახებ.

ნაშრომზე მუშაობისას/ წარმოდგენისას გაითვალისწინე:

·         წარადგინე დავალების თემა, მიზანი, ადრესატი.

·         წერილში აღწერეთ თქვენი ოჯახის წევრები.

·         აღწერეთ თქვენი ოჯახის წევრების გარეგნობა.

·         აღწერეთ რისი გაკეთება შეუძლიათ მათ?

·         წარმოაჩინე მოცემული საკომუნიკაციო სიტუაციაში წერილის წერისთვის საჭირო ლექსიკური Aunt, cousin, daughter, family, grandma, grandpa, grandparents, member, parents, son, uncle და გრამატიკული: To have, To be, can საშუალებების ცოდნა. 

·         დაიცავით წერილის წერის სტრუქტურა.(მიმართვა/მისალმება, ძირითადი ნაწილი,გამოშვიდობება/ხელმოწერა და პუნქტუაციის წესები;

პრეზენტაციის შემდეგ ისაუბრე:

·         რამდენად მოახერხე ნათლად და გასაგებად წარმოგეჩინათ სათქმელი? (წ.მკვ.1;)

·         როგორ გამოითქმის და როგორ იწერება შენ მიერ გამოყენებული ახალი სიტყვები (წ.მკვ.1;)

·         როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით  აითვისე წერილის წერისთვის საჭირო ენობრივი მასალა? რამდენად ეფექტიანად მოემზადე? (მკვ.2)

·         როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით  აითვისეთ საჭირო ენობრივი მასალა? რამდენად ეფექტიანად გამოიყენეთ სტრატეგიები წერამდე, წერის დროს და წრის შემდეგ (მკვ.2);

პრაქტიკული რჩევები დავალების შესასრულებლად:

Ø  გამოიყენე შემდეგი სტრატეგიები: ჩანიშვნები, ხმამაღლა გამეორება, განმოერებით მოსმენა, ხშირად გამოყენებული სიტყვის ორთოგრაფული ხატის დამახსოვრება.


რა გააკეთა-მოსწავლეს გააზრებული აქვს დავალების თემა და მიზანი, რესურსი შესაბამისია დავალებასთან, თუმცა საჭიროებს ყურადღებით გადამოწმებას, რადგან არის მინიმალური შეცდომები სიტყვების მართლწერაში, პრეზენტაციის დროს წარადგინა დავალების თემა და მიზანი, საუბრის დროს იყენებს თემასთან შესაბამის ლექსიკას, წინადადებები გრამატიკულად გამართულია, საუბრობს გამოყენებულ სტრატეგიებზე, ახდენს დავალების თვითშეფასებას და მსჯელობს გაუმჯობესების გზებზე. 

რჩევა-მომწონს როგორი პასუხისმგებლობით უდგები დავალების შესრულებას, იაზრებ დავალების მიზანს და თემის შესაბამისად აკეთებ რესურს. მომწონს, როგო თავდაჯერებულად და გამართულად საუბრობ, ჩანს, რომ სახლში ხშირად გადიხარ რეპეტიციას, სრულყოფილად პასუხობ დავალებაში მოცემულ საკითხებს, წინადადებები გრამატიკულად გამართულია. კარგი იქნება თუ მსგავსი რესურსის გამზადებისას გადაამოწმებ და ჩაასწორებ პირველად ვერსიას, დარწმუნდი რომ ყველა სიტყვა სწორადაა დაწერილი. 

აღწერა-მოსწავლის მიერ მომზადებული და წარდგენილი მინი პოსტერის პრეზეტაცია სრულად შესაბამისია დავალების ემასა და მიზანთან. ჟანრობრივად დავალების პირობის შესაბამისია და გათვალისწინებულია მსმენელი. პოსტერზე დატანილია ოჯახის წევრების ამსახველი ჩანახატები და მოსწავლე არწერს მათ, რის დროსაც რელევანტურად იყენებს სამიზნე ლექსიკურ ერთეულებს. საუბრობს, თუ რამდენი წევრისგან შედგება მისი ოჯახი, ვინ არიან ეს წევრები და როგორ გამოიყურებიან, რისი გაკეთება შეუძლიათ ან არ შეუძლიათ. პოსტერის წარდგენისას შესაბამისად იყენებს სამიზნე გრამატიკას, რაც ვლინდება იმაში, რომ აღწერისას იყენებს როგორც ზედსართავ სახელებს, ასევე შეძლებისა და ქონა/ყოლის გამომხატველ სიტყვებს.(კერძოდ, has got, have got, can, can not…)

პოსტერის/თემის წარდგენისას ეფექტურად იყენებს არავერბალური კომუნიკაციის შესაბამის ხერხებს: საუბრობს უცხო ენისთვის დამახასიათებელი ინტონაციით, სწორად სვამს მახვილს და იყენებს პაუზას წინადადებებს შორის, საუბრობს შესაბამისი ტემპით, რაც მსმენელს უადვილებს პრეენტაციის აღქმას მოსწავლე აფასებს შესრულებულ დავალებას განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე, საუბრობს გამოყენებული სტრატეგიებისა და დავალების შესრულების ალტერნატიული ხერხების შესახებ.






No comments:

Post a Comment

Georgia - Country With Great Culture...