Friends in Language Yard!
პროექტის განმავლობაში
შექმნილია არაერთი რესურსი, კოლაჟი, ძალიან საინტერესო ვიდეოები (როგორც ჩემს მიერ,
ასევე ბავშვების მიერ), ხელნაკეთი ნივთები, წერილობითი რესურსები, რომლებსაც ვინახავ.
დაინტერესების შემთხვევაში გავანცობ ნებისმიერ პირს.
1.
პროექტის პრეზენტაცია;
a)
პროექტის მიზანი;
პროექტი შეიქმნა იმისათვის,
რომ მოსწავლეებმა შეძლონ ინგლისური ენის გამოყენება რეალურ საკომუნიკაციო სიტუაციაში
და რეალურ კონტექსტში. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი მოსწავლეები, რომელთა მშობლიური
ენა განსხვავებულია, უკავშირდებიან ერთმანეთ საინტერესო აქტივობების საშუალებით. პროექტი
ორიენტირებულია უცხო ენის ოთხი მიმართულების დახვეწასა და განვითარებაზე (წერა, კითხვა,
მოსმენა, საუბარი). ამავდროულად, მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ აღმოაჩინონ მონაწილე
ქვეყნებს შორის არსებული მსგავსებები და განსხვავებები. მოსწავლეები პროექტის განმავლობაში
იძენენ უცხოელ მეგობრებს და თავად უხსნიან ერთმანეთს მათ კულტურულ თავისებურებებს.
პროექტის რამდენიმე საფეხურს აქვს საბოლოო შედეგი რესურსის სახით. ზოგიერთ საფეხურს
კი აქვს ერთობლივი პროდუქტი მცირე ჯგუფებში და შემდეგ ხდება მათი გაზიარება.
b)
საგანთაშორისი ინტეგრაცია;
პროექტი ძირითადად
ორიენტირებულია ინგლისური ენის ოთხი მიმართულების გაუმჯობესებაზე, ესენია წერა, კითხვა,
მოსმენა და ლაპარაკი; ყველა ამ მიმართულების
გაუმჯობესება ხდება ისტის დახმარებით და უშუალო ჩართულობით;
d)
სამიზნე კომპეტენციები;
პროექტის მიზანია უცხო ენის ოთხი მიმართულებით მუშაობა
და შემდეგი კომპეტენციების გაუმჯობესება: წერა, კითხვა, მოსმენა და საუბარი. განხორციელებული
აქტივობების საშუალებით ხორციელდება, როგორც ზეპირი მეტყველების უნარების გაუმჯობესება,
ასევე მოსმენის და წერა-კიტხვის უნარების დახვეწა. პროექტის ყველა აქტივობა ხორციელდება
სხვადასხვა ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენებით. პროქტის ერთ-ერთ მთავარ კომპეტენციას
წარმოადგენს კულტურათა გაცვლა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება.
2.
პროექტის სახელწოდება;
Friends
in Language Yard! (FLY)
საგანი;
ინგლისური ენა და ლიტერატურა;
ისტი;
მოსწავლეთა ასაკობრივი ჯგუფი და რაოდენობა;
7-10 წელი;
პროექტის აქტუალობა;
პროექტის აქტუალობა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ თანამედროვე
სამყაროში შეუძლებელია წარმატების მიღწევა უცხო ენის ცოდნის გარეშე. აუცილებელია ინგლისური
ენის ცოდნა, ინგლისურად საუბარი, მოსმენა, კითხვა და წერა. წარმატების განმაპირობებელი
უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სხვა ქვეყნების კულტურათა პატივისცემა და გარკვეული ინფორმაციის
ცოდნა სხვა ქვეყნების ტრადიციების და კულტურის შესახებ. აუცილებელია კომპიუტერული ტექნოლოგიების
ფლობის უნარები და ამ მიმართულებით ცოდნის შეძენა.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი;
ტექსტი (უცხ.დაწყ.(I) 1, 2, 3,
5, 6, 7)
სამეტყველო ქმედება (უცხ.დაწყ.(I)
3, 4, 5, 6)
ენობრივი საშუალებები (უცხ.დაწყ.(I)
1, 2, 3, 4, 5, 6)
Iუცხ.დაწყ.(I)1 ნასწავლი ლექსიკური
ერთეულებისა და გამონათქვამების ცოდნის გამოყენებით დიდაქტიზებული ტექსტების მოსმენა/მოსმენა-ყურება
და გაგება კონკრეტული ინფორმაციის მოსაპოვებლად.
Iუცხ.დაწყ.(I)2 ნასწავლი ლექსიკური
ერთეულებისა და გამონათქვამების ცოდნის გამოყენებით მარტივი ტექსტების წაკითხვა და
გაგება კონკრეტული ინფორმაციის მოსაპოვებლად.
Iუცხ.დაწყ.(I)3 სიტყვების წერილობით
და ხმოვან ხატებს შორის არსებული მიმართებების დაცვით ტექსტების გაწაფულად კითხვა შინაარსის
შეუფერხებელი წვდომისთვის.
Iუცხ.დაწყ.(I)4 ნაცნობ თემებზე ან
უშუალო მოთხოვნილებებზე კითხვების დასმა ან კითხვებზე პასუხის გაცემა ძალიან მარტივი
ენით;
Iუცხ.დაწყ.(I)5 სხვადასხვა უცხოური
ენისათვის დამახასიათებელი ბგერების, გამოთქმისა, მახვილებისა და ინტონაციის დაცვით
საბავშვო ტექსტების (მაგ. ლექსების, სკეტჩების, გათვლების) ზეპირად თქმა საკომუნიკაციო
უნარების დასაუფლებლად.
Iუცხ.დაწყ.(I)6 ნასწავლი სიტყვების,
მარტივი მოკლე წინადადებებით გამოყენებით მარტივი ორ-სამ წინადადებიანი ტექსტის დაწერა
ნიმუშის მიხედვით (მაგ., მისალოცი ბარათი)
Iუცხ.დაწყ.(I)7 არსებული მსგავსებებისა და განსხვავებების
წარმოჩენა ყოვედღიურობასთან დაკავშირებულ სოციო-კულტურულ რეალიებზე (მაგ., საკუთარი
სახელი და მათი კნინობითი ფორმები)
დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები;
განხორციელდა მასწავლებელთ გაცნობითი შეხვედრა,
სადაც ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა გამდიდრდეს პროექტი სხვადასხვა აქტივობების გამოყენებით.
პროექტის
გეგმა გამოიყურება შემდეგნაირად:
🌸 ხელნაკეთი საახალწლო ბარათების შექმნა - აღნიშნული
ბარათების გაგზავნა ან ონლაინ გაზიარება პარტნიორი სკოლებისთვის;
🌸 საუბარი დეკემბერში - მოსწავლეები ონლაინ
ხვდებიან პარტნიორ სკოლას რათა ისაუბრონ საკუთარ თავზე (საყვარელი საგანები, ყოველდღიური
ცხოვრება და ა.შ.)
🌸 წერა იანვარში - მოსწავლეები წერენ წერილს
მათ ქვეყანაში ჩატარებული თამაშების შესახებ და უზიარებენ პარტნიორ სკოლას.
🌸 მოსმენა თებერვალი - მოსწავლეები ასრულებენ
სხვადასხვა თამაშებს პარტნიორი სკოლების ჩართულობით. ეკითხებიან და პასუხობენ მასწავლებლის
მიერ არჩეული ცნობილი ადამიანების ფიზიკური გარეგნობის შესახებ დეტალებს.
🌸 კითხვა მარტი - მოსწავლეები პარტნიორ სკოლებს
წაუკითხავენ არჩეულ ზღაპარს ან ლეგენდას და შეასრულებენ შესაბამის დავალებებს.
🌸 შექმნა აპრილი - იქმნება საერთო ნამუშევრების
ონლაინ ჟურნალი.
3.
პროექტის რეფლექსია:
დასახული მიზნების
მიღწევა მოხერხდა იმდენად, რამდენადაც ყველა ჩართული სკოლა იყო უზომოდ აქტიური, გულისხმიერი
და ვფიქრობ, რომ ეს განპირობებული იყო პროექტის ხელმძღვანელობის მხრიდან დიდი ყურადღებით
და თბილი დამოკიდებულებით. დახვეწილმა და მიზანმიმართულმა გეგმამ განაპირობა ის, რომ
შესრულდა პროექტის გეგმის თითქმის სრული ნაწილი
ყველა აქტივობა
მიმდინარეობდა გეგმის შესაბამისად, იყო მცირედი მოდიფიცირების შემთხვევები, როცა პროექტის
მონაწილეები ვთავაზობდით სხვადასხვა გზებს დავალებების შესასრულებლად და ამაზე რათქმაუნდა
დადებითი გამოხმაურება იყო. მაგალითად, ვარჩევდით სხვადასხვა ონლაინ ინსტრუმენტს დავალების
შესასრულებლად.
შედარებთ გვიან
დავასრულეთ მოდიფიცირებული თებერვლის აქტივობა თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო.
ნამდვილად სამწუხარო ფაქტმა ყველა პედაგოგზე იქონია ზეგავლენა.
პროექტი წარმატებული
იყო როგორც საწყის ეტაპზე, ბარათების გაცვლა და მიმოწერა, ასევე კითხვის, საუბრის და
მოსმენის ეტაპზე. პროექტის წარმატების მაჩვენებელია ის უდიდესი და საინტერესო რესურსების
მარაგი, რომლებიც იქმნებოდა პროექტის განმავლობაში. მოსწავლეების მხრიდან იყო ძალიან
დიდი დაინტერესება.
პროექტში მონაწილე
ბავშებმა, ჩემი აზრით, ნამდვილად დიდი გამოიცდილება შეიძინეს. მე რომ მოსწავლე ვყოფილიყავი
ნამდვილად ვიამაყებდი, რომ ამგვარ პროექტებში მაქვს გამოცდილება მიღებული. ეს იყო გამოცდილების
შეძენა არა მარტო საგნის ცოდნის მიმართულებით, არამედ საკომუნიკციო უნარების განვითარებით,
ისტის მიმართულებით, კულტურათა გაცვლის მიმართულებით და რაც მთავარია ეს იყო უდიდესი
მოტივაცია და კომპლექსების დაძლევის გაკვეთილი. პირადად ჩემთვის, ეს პროექტი უდიდესი
გამოცდილების მომტანი იყო, გავიცანი ძალიან ბევრი მოტივირებული პედაგოგი, მათი ჩართულობა,
მოტივაცია და ენთუზიაზმი ჩემთვის გადამდები აღმოჩნდა.
თუკი სხვა
ითვინინგის პროექტებზე ვფიქრობ, რომ რაღაც საკითხი იყო გასაუმჯობესებელი, ამ შემთხვევაში
პროექტის დაგეგმვის ხარისხიდან გამომდინარე გაუმჯობესებას არცერთი დეტალი არ საჭიროებდა.
პროექტის განხორციელების
პროცესში არ მომხდარა აქტივობების დამატება, მოხდა მხოლოდ მოდიფიცირება. მაგალითად,
მოსასმენი დავალებების შესრულებისას შეგვეძლო ან ჩართვის დროს შეგვესრულებინა მოსმენის
შემდგომი დავალება, ან ვიდეო ჩართვის დასრულების შემდეგ.
მსგავს პროექტებზე
მუშაობისას მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებ, რომ უფრო მეტი დრო გამოვნახო და
უფრო მეტი მოსწავლე ჩავრთო.
1.
კურიკულუმთან ინტეგრაცია.
https://padlet.com/umretopal/curriculum-integration-9dshmkp79fn34sxz
2.
შობლების თანხმობის ფურცელი.
https://docs.google.com/presentation/d/1J4jIWjhGx-Yk9uYczK8qo8d8JbvaiiTETXncvRAH8Z0/edit#slide=id.p
3.
ლოგოების კონკურსი.
4.
სერბიის სკოლიდან გამოგზავნილი მისალოცი ბარათები.
5.
მასწავლებლების გაცნობა.
https://padlet.com/umretopal/f-l-y-friends-in-language-yard-gy1pvvgk1lw3s2dq
6.
სკოლები რუკაზე.
7.
მოსწავლეების გაცნობა.
https://padlet.com/umretopal/friends-in-language-yard-47hy25otgyy730sl
8.
ნოემბერი - ბარათების გაცვლა.
9.
დეკემბერი - საუბრის აქტივობა.
10. იანვარი
- წერითი დავალება.
11. მარტი - კითხვის
დავალება.
12.
აპრილი - შექმნა.
https://read.bookcreator.com/mRlC5EtQrGV6c0URGsrq8RJ6RbB3/RZQCFy1ETOil4nffl2qBOA
13. მისალმება
ყველა ენაზე.
14. პროექტის აღწერა.
https://wordart.com/?fbclid=IwAR3-mgh5E_h5W49_b7dyCtw_VOGP5AhOX6ahB7JpNBqULkNW7ivXPn-PnMk
15. პროექტის მონაწილეთა
ფოტოები პიქსტონზე.
16. პროექტის ერთ-ერთი
საბოლოო შედეგი. ერთობლივი, საერთაშორისო წიგნი პროექტის მონაწილეების და მათ მიერ
შესრულებული დავალებების შესახებ.
https://read.bookcreator.com/mRlC5EtQrGV6c0URGsrq8RJ6RbB3/RZQCFy1ETOil4nffl2qBOA
17. პროექტის ერთ-ერთი
შედეგი. ონლაინ სახელმძღვანელო.
No comments:
Post a Comment