ფინედუს პროექტი თერჯოლის N1 საჯარო სკოლაში!

 

საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმის www.finedu.gov.ge - ფინედუსა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით, 2022 წლის 31 ოქტომბრიდან საქართველოში მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო კამპანია დაიწყო. სკოლის მასწავლებლებს შეეძლოთ, რომ რომელიმე კლასში მოეწვიათ ფინედუს დესპანი. შესაბამისი თარიღის არჩევის და დარეგისტრირების შემდეგ, თერჯოლის N1 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა უმასპინძლეს ორგანიზაციის წარმომადგენელს.

კამპანიის მთავარ მიზანს მოსახლეობაში დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და დაზოგვის წახალისება წარმოადგენდა. კამპანიის ერთ-ერთი წამყვანი აქტივობა ფინედუს დესპანებისა და პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით ჩატარებული ღია გაკვეთილები იყო, რომლებსაც არაერთი სასიამოვნო და მოულოდნელი გამოხმაურება მოჰყვა.

მსოფლიო დაზოგვის დღესა და დაზოგვის მნიშვნელობაზე თერჯოლის #1 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებთან საკუთარი ინიციატივით ღია გაკვეთილი ჩაატარა ვითიბი ბანკის წარმომადგენელმა, რომელსაც თავის მხრივ გავლილი აქვს ეროვნული ბანკის ორგანიზებით ჩატარებული ფინანსური განათლების სპეციალური სასკოლო ტრენინგები სახელწოდებითსკოლა-ბანკი“.











No comments:

Post a Comment

Georgia - Country With Great Culture...