საგანმანათლებლო პროექტის გეგმის კომპონენტები
“გადავარჩინოთ პლანეტა”
1.
https://school-education.ec.europa.eu/en/etwinning/projects/saving-planet-2 (პროექტის ლინკი პლატფორმაზე)
პროექტის თანაავტორები:
თურქი და ქართველი მასწავლებლები.
პროექტის განმავლობაში შექმნილია არაერთი რესურსი, კოლაჟი, ძალიან
საინტერესო ვიდეოები (როგორც ჩემს მიერ, ასევე ბავშვების მიერ), ხელნაკეთი ნივთები,
წერილობითი რესურსები, რომლებსაც ვინახავ. დაინტერესების შემთხვევაში გავანცობ ნებისმიერ
პირს.
დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები;
შედეგების ანალიზი;
ფოტო და ვიდეო მასალა;
თვინსფეისის ბმულები;
1.
მასწავლებლების გაცნობა.
https://padlet.com/zeyolife42/saving-the-planet-teacher-introduction-vaa6al59bpfk7b12
2.
მოსწავლეების გაცნობა.
https://padlet.com/zeyolife42/saving-the-planet-student-introduction-olwwvxdbd1cxjng4
3.
პროექტის წესები.
https://docs.google.com/spreadsheets/d/1up3KgLrydbJIQAEX8ImaYx0DPJLoq8KUDUEX_RiVU98/edit?usp=sharing
4.
სკოლების წარდგენა.
5.
ლოგო.
https://school-education.ec.europa.eu/en/etwinning/projects/saving-planet-2/twinspace/pages/logo
6.
ბანერი.
https://school-education.ec.europa.eu/en/etwinning/projects/saving-planet-2/twinspace/pages/logo
7.
იანვრის აქტივობა.
8. მსოფლიო ტყის დღე.
https://jamboard.google.com/d/1Hds9VpJvAEZeGy5aM6ISvzfStKGceUkrV2uiNLZpQBI/viewer?ts=642a74f7&f=8
9.
როგორ
დავიცვათ ჩვენი პლანეტა და ცხოველთა სამყარო.
https://jamboard.google.com/d/1Gipga8mMF9Y_hIhc2NKjKOloO2OZp9zs14qwM-iPTpU/viewer?ts=642b1407&f=3
10. ელექტრონული წიგნი.
https://www.storyjumper.com/sjeditor/edit/153407131/64299446e6816
https://www.storyjumper.com/book/read/153407131/64299446e6816
11. 9 მაისი - ითვინინგის დაბადების დღე.
https://padlet.com/zeyolife42/9-may-etwinning-day-activity-77ei1dp2ikzi90lg
1 |
პროექტის აქტუალობა |
უცხოური ენის სწავლა ნიშნავს
უცხო სამყაროში შესვლას, ცხოვრების განსხვავებული წესების, ტრადიციების აღმოჩენას,
განსხვავებული ღირებულებების, მენტალობების გაგებას. უცხოური ენის სწავლასთან ერთად
აუცილებელია, რომ მოსწავლეებმა იგრძნონ ის პასუხისმგებლობა, რაც მათ გარემოსადმი
და ამ სამყაროსადმი გააჩნიათ. გარემოს დაცვა, მოვლა, მიუსაფარი ცხოველების დაცვა
და მფარველობა კი მოსწავლეებში აღვივებს იმ გრძნობებს, რაც მათ ღირსეულ მოქალაქეებად
ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია. პროექტი აქტუალურია იმდენად, რამდენადაც
უცხო ენის სწავლების პროცესში მუდმივად მშობლიურ ენაზე მეტყველება ბავშვებს უქვეითებს
უცხო ენაზე საუბრის მოთხოვნილებას და ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენებისაკენ მიდრეკლებას.
აღნიშნული პროექტით გვინდოდა იმის ჩვენება, რომ სრულიად შესაძლებელია სასკოლო ბაზაზე
შეძენილი ცოდნით უცხო ენაზე მეტყველება, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა და
პრაქტიკაში წარმატებით გამოყენება სწავლების დაწყებით/საშუალო
საფეხურზე. თანამედროვე სამყაროში აუცილებელია მოსწავლეებს გავუღვივოთ გარემოს დაცვის
და ცხოველების სიყვარული, რაც ჩვენი პლანეტის არსებობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. ენას
ვსწავლობთ არა მხოლოდ იმისათვის, რომ წარმატებით ჩავაბაროთ სასკოლო თუ ეროვნული გამოცდები,
არამედ იმისთვისაც, რომ დავაკმაყოფილოთ ჩვენი ყოველდღიური, პრაქტიკული მოთხოვენები.
მოვახდინოთ მასალის დამუშავება, რედაქტირება, ჩვენი სიტყვებით გადმოცემა და ანალიზი
სხვადასხვა აქტივობების გამოყენებით. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეს განუვითარდეს
ისეთი უნარები, როგორიცაა ანალიზის, სინთეზის, ტრანსფერის, ლოგიკური მსჯელობისა და
კრიტიკის უნარები უცხო ტექსტზე და სხვადასხვა აქტივობებზე მუშაობის შედეგად. მნიშელოვანია
გარემოს დაცვა და მასზე ზრუნვა. |
|
2 |
პროექტის მიზნები |
პროექტის მიზანია გარემოსა და ცხოველების დაცვა
და მფარველობა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კი მოსწავლეები ასრულებენ მრავალფეროვან
აქტივობებს, რომლებიც მათ ეხმარება უცხო ენის ოთხივე მიმართულების გაუმჯობესებასა
და განვითარებაში. ბავშვებმა შეძლონ ნასწავლი მასალის პრაქტიკაში
გამოყენება, მოახერხონ თვითრეალიზაცია მშობლიური ენისაგან განსხვავებულ ენაზე, საკომუნიკაციო
და საგანმანათლებლო მიზნებისათვის გამოიყენონ ნასწავლი მასალა. მოსწავლეებს განუვითარდეთ ემპათიის და გარემოზე
ზრუნვის უნარები. მოსწავლეებმა იგრძნონ პასუხისმგებლობა გარემოს
დაცვაზე და მოვლაზე. მოსწავლეებს განუვითარდეთ ანალიზის, ტრანსფერის,
ლოგიკური მსჯელობის, სხარტი აზროვნების, სინთეზისა და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები. მოსწავლეებმა შეძლონ უცხო ენაზე მასალის
მოძიება და დანიშნულებისამებრ გამოყენება. მოახდინონ ტექსტის მარტივი რედაქტირება. მოსწავლეებმა შეძლონ მათი დონისათვის შესაბამისი
უცხო ტექსტის ანალიზი, ტექსტზე მსჯელობა, ერთმანეთისათვის კითხვების დასმა, საკვანძო
ადგილების მოძიება და კლასში დისკუსია. მოსწავლეებმა შეძლონ საგაკვეთილო პროცესის
დროს იმეტყველონ ინგლისურ ენაზე და ამავდროულად აქტიურად იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო
პროცესში. „შეცდომა ადამიანურია“, ბავშვებს განუვითარდეთ
თანაგრძნობის და ერთმანეთის დახმარების უნარები. ნაცვლად იმისა, რომ გაიცინონ ერთმანეთის
გრამატიკულ თუ ლექსიკურ შეცდომებზე, მათ უნდა გააცნობიერონ, რომ მთავარია გაიგონ
ერთმანეთის მთავარი სათქმელი და რომ ერთიდაიგივე აზრის გადმოცემა სხვადასხვა სიტყვებითაა
შესაძლებელი. |
|
3 |
საგნობრივი სტანდარტები,
რომელსაც ეყრდნობა პროექტი |
ტექსტი (Iუცხ.დაწყ.II. 1, 2, 3, 4) სამეტყველო ქმედება (Iუცხ.დაწყ.II.3, 4, 5) ენობრივი საშუალებები (Iუცხ.დაწყ.II. 1, 2, 3, 4, 5) კულტურათა დიალოგი (Iუცხ.დაწყ.II. 5) Iუცხ.დაწყ.II.1. ნასწავლი ლექსიკური ერთეულების, ენობრივ-გრამატიკული
საშუალებებისა და სტრატეგიების ცოდნის გამოყენებით მარტივი მცირე ზომის ტექსტების
მოსმენა/მოსმენა-ყურება და გაგება ძირითადი შინაარსის გასაგებად; Iუცხ.დაწყ.II.2. ნასწავლი ლექსიკური ერთეულების, ენობრივ-გრამატიკული
საშუალებებისა და სტრატეგიების ცოდნის გამოყენებით მარტივი მცირე ზომის ტექსტების
წაკითხვა და გაგება საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად. Iუცხ.დაწყ. II.3. სათანადო სტრატეგიების შერჩევითა და გამოყენებით
ილუსტრაციებზე დაყრდნობით ან ნიმუშის მიხედვით დიალოგის წარმართვა ან მარტივ ინტერაქციაში
მონაწილეობა ნაცნობ თემებზე სალაპარაკოდ. Iუცხ.დაწყ.II. 4. ნასწავლი ენობრივ-გრამატიკული საშუალებებისა
და ნიმუშების გამოყენებით მცირე ზომის ტექსტების წერა საკომუნიკაციო ამოცანების გადასჭრელად; Iუცხ.დაწყ. II..5 სხვადასხვა ქვეყნის სოციოკულტურულ კონტექსტებსა
და კულტურებს შორის არსებული მსგავსებებისა და განსხვავებების გაგება და დაფასება.
სამეტყველო ქმედება (Iუცხ.საბ. 2, 3, 4, 5) ენობრივი საშუალებები
(Iუცხ.საბ. 1, 2, 3, 4,5) კულტურათა დიალოგი
(Iუცხ.საბ. 5) Iუცხ.საბ. 1. ენობრივ-გრამატიკული საშუალებების, ჟანრული
მახასიათებლების ცოდნისა და სტრატეგიების გამოყენებით სხვადასხვა ჟანრის დიდაქტიზებული
ტექსტების მოსმენა/წაკითხვა და გაგება საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად. Iუცხ.საბ. 2. ენობრივ-გრამატიკული საშუალებების, ჟანრული
მახასიათებლების ცოდნისა და სტრატეგიების გამოყენებით ზეპირი მეტყველება კონკრეტული
მოდელის მიხედვით ან საყრდენების დახმარებით; Iუცხ.საბ. 3. ენობრივ-გრამატიკული საშუალებების, ჟანრული
მახასიათებლების ცოდნისა და სტრატეგიების გამოყენებით წერილობითი ტექსტის შექმნა
კონკრეტული მოდელის მიხედვით ან საყრდენების დახმარებით; Iუცხ.საბ. 4. სათანადო სტრატეგიების შერჩევითა და გამოყენებით
ინტერაქციაში მონაწილეობა ნაცნობ თემებზე, აქტუალურ ნაცნობ თემებზე, აქტუალურ საკითხებსა
თუ პრობლემებზე, როცა გამოყენებულია სტანდარტული, ნელი და მკაფიო მეტყველება; Iუცხ.საბ. 5 განსხვავებული კულტურული ნორმებისა და ღირებულებების
გაგება-გააზრება და კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების
გამოვლენა; პროექტის
საშუალებით ჩვენ ასევე გავედით მდგრადი განვითარების მიზანზე: მიზანი
12 - მდგრადი მოხმარება და
წარმოება; ·
მოსწავლე იყენებს რესურსებს სასწავლო
საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით. ·
მოსწავლე მონაწილეობს მარტივ ინტერაქციაში. ·
მოსწავლეს აქვს კონსტრუქციული დამოკიდებულება
დაბრკოლებების მიმართ. ·
მოსწავლე თანამშრომლობს თანაკლასელებთან,
მასწავლებელთან. ·
მოსწავლე თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან. ·
მოსწავლე აქტიურადაა ჩართული სასწავლო
პროცესში. ·
მოსწავლე ფუნქციურად იყენებს შეძენილ
ენობრივ უნარებს. |
|
4 |
პროექტის ამოცანები |
პროექტის ამოცანები მნიშვნელოვანია იმდენად,
რამდენადაც პროექტში გამოყენებული სწავლების სტრატეგიები
მიმართულია თვითგამოხატვის უნარის დახვეწის, მისი დაზუსტებისა და გამდიდრებისაკენ. პროექტის მთავარი ამოცანაა, რომ მოსწავლეებს
გაუღვივდეთ გარემოსადმი მზრუნველობის გრძნობები, მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვისა და
დაცვის გრძნობები. აღნიშნული საკითხების მიღწევა კი ხორციელდება ინგლისურისა და ისტის
ინტეგრაციის შედეგად. დიდი ადგილი დავუთმეთ ვიდეო ჩართვებს და
საუბრებს, რადგან მისი საშუალებით მოსწავლეები ენობრივ მარაგს იმდიდრებენ და სწავლაში
უფრო დამოუკიდებელი ხდებიან. პროექტის ერთ-ერთი ამოცანა არამარტო ისტ-ის, არამედ
კითხვის მნიშვნელობის გაძლიერება იყო. პროექტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ისტის
და ონლაინ ინსტრუმენტების დაუფლება და მათი მიზნობრივი გამოყენება როგორც საშინაო
დავალების შესრულების პროცესში, ასევე ნევისმიერი საჭიროების შემთხვევაში. მოსწავლეებისათვის უცხო ენაზე აზროვნებისა
და მეტყველების უნარების განვითარება ასევე მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს. პროექტის განმავლობაში ბავშვები თანდათან
უნდა მიეჩვიონ და გაითავისონ პროექტის ფარგლებში ჩატარებული აქტივობების მიზანსა
და დანიშნულებას. |
|
5 |
პროექტის განხორციელების
წინაპირობები |
პროექტის განხორციელების ერთ-ერთი წინაპირობაა
თანამედროვე სამყაროში აუცილებელი აქტივობის, გარემოზე ზრუნვის გაძლიერებას. თუკი
თავად არ ვიზრუნებთ გარე სამყაროზე, ამას ჩვენთვის არავინ არ გააკეთებს. საჭიროა
მოსწავლეებს დაწყებითი კლასებიდანვე გავუღვივოთ ეს გრძნობები და გავზარდოთ პასუხისმგებლიან
პიროვნებად, რომელიც დაიცავს არა მარტო გარე სამყაროს, არამეს ცხოველებს, მცენარეებს
და ყოველივე უსამართლობის წინააღმდეგი იქნება.
პროექტის განხორციელებას რამოდენიმე წინაპირობა
უძღოდა. გავითვალისწინე, რა ბავშვების მიდრეკილება უცხო ენის გაკვეთილზე ქართულად
საუბრისა, საჭიროდ ჩავთვალე აღნიშნული პროექტის განხორციელება. საკუთარი პრაქტიკიდან
და გამოცდილებიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ თუნდაც მრავალი შეცდომების დაშვების
შემთხვევაშიც კი, უცხო ენაზე საუბრის გაუმჯობესება გაცილებით ადვილად შეიძლება სამიზნე
ენაზე საუბრის განუწყვეტელი მცდელობით. |
|
6 |
პროექტის ფარგლებში განხორციელებული
აქტივობები |
როგორც საერთაშორისო პროექტების უმრავლესობაში,
აქაც ბავშვებმა არაერთი მცირედი დავალება შეასრულეს პროექტის მთავარი აქტივობების
შესრულებამდე. ბავშვებმა შეავსეს კითხვარები, როგორც პროექტის
საწყის ფაზაზე, ასევე შუალედში და საბოლოო ეტაპზე. მოსწავლეებმა, ითვინინგის წესებიდან გამომდინარე,
საკუთარი ავატარები შექმნეს და ისე მოახდინეს თავიანთი თავების წარდგენა და გაცნობა,
ისაუბრეს საკუთარ მისწრაფებებზე და ჩაწერეს ვიდეოები. აქტიურად მონაწილეობდნენ ლოგოების შექმნის
ეტაპზე. მათი ყველა ნაშრომი, სახელებით და თარიჭებით ინახევა ჩემთან. ყველა ნაჭრომს
სათუთად და განსაკუთრებულად ვინახავ, რადგან მოსწავლეებმა ამაზე თავიანთი დრო დახარჯეს
და დიდი მოტივაციით შეასრულეს. ·
პროექტის უმნიშვნელოვანესი დადებითი
მხარე არის ის, რომ მოსწავლეები დაეუფლნენ ძალიან ბევრ ონლაინ ინსტრუმენტს. თუ თავდაპირველად
მოსწავლეებს დიდი დრო სჭირდებოდათ კანვასა
თუ პადლეტში პოსტერების შექმნასა და განთავსებაში, დროთა განმავლობაში, ისინი
ჩემზე სწრაფად ასრულებდნენ დავალებებს. ონლაინ
ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე კი თანამედროვე სამყაროში წარმოუდგენელია წარმატების
მიღწევა. ·
იანვრის აქტივობაში მოსწავლეებმა
თერჯოლის მასშტაბით, რა თქმა უნდა ქალაქში, დააპურეს მიუსაფარი ცხოველები, ძაღლები
და კატები. ·
თებერვლის აქტივობაში, მოსწავლეებმა
შექმნეს ხელნაკეთი საცხოვრებელი სახლები როგორც მიუსაფარი ძაღლებისთვის და კატებისთვის,
ასევე ჩიტებისთვის. ·
მარტის აქტივობაში კი ჩავატარეთ გაკვეთილი,
რომელიც მივუძღვენით გარემოს დაცვას, პლანეტის გადარჩენას და მოსწავლეებმა გარკვეულ
თემებზე მსჯელობის შემდეგ დახატეს თავიანთი თვალით დანახული გადარჩენილი სამყარო.
მოსწავლეებმა შექმნეს ხელნაკეთი ნივთები მეორადი ნარჩენებისგან და მოუწოდეს მათ მეგობრებს,
რომ რაც შეიძლება ნაკლები ნაგავი გავცეთ და გამოვიყენოთ ყოველი ნივთი. ·
აპრილის აქტივობაში მოსწავლეებმა
საკუთარი აზრი გაუზიარეს ჯერ ერთმანეთს, შემდეგ კი თავიანთ უცხოელ თანატოლებს ვიდეო
ჩართვის შედეგად გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. ჩართვა განხორციელდა მეშვიდე
კლასში საგაკვეთილო პროცესზე. ქართველი და თურქი მოსწავლეები გამოთქვამდნენ თავიანთ
მოსაზრებებს პლანეტის გადარჩენასთან, გარემოს დაცვასთან და ცხოველების მოვლასთან
დაკავშირებით. ·
მოსწავლეებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს
ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებისადმი მიძღვნილ ღონიძიებაში და შექმნეს პოსტერები
და პლაკატები სხვადასხვა ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენებით. ·
ბავშვებმა ნახეს სხვადასხვა ანიმაცია
ინგლისურ ენაზე. უსმენდნენ აუდიო მასალას და ცდილობდნენ მოსმენილი ტექტსის მთავარი
აზრის გადმოცემას, აკრებას და კლასისათვის წარდგენას, რაც კითხვა-პასუხით მთავრდებოდა
ასევე ინგლისურ ენაზე. ·
ბავშვებმა პროექტის ფარგლებში, ჯგუფებში
შექმნეს საკუთარი ელექტრონული აპლიკაციები და ერთმანეთს გაუზიარეს მათი ნაშრომები,
ცოდნა და გამოცდილება. იმსჯელეს იმ სირთულეებსა და საინტერესო ფაქტებზე, რაც აღნიშნულ
აქტივობას ახლდა. ·
მოსწავლეებმა მოახდინეს უცხო ავთენტიკური,
სხვადასხვა ჟანრისა თუ ტიპის, მარტივი ლიტერატურული თუ ფუნქციური ტექსტების ტექსტის
ანალიზი, თავიანთი სიტყვებით გადმოცემა და მსჯელობა-დისკუსია. ტექსტების უმეტესობა
უკავშირდებოდა გარემოს დაცვით საკითხებს. ·
მასწავლებლის მიერ მითითებული ნიმუში
მიხედვით გააკეთეს პლაკატები და პოსტერები. განახორციელეს პრეზენტაციები. ·
მოიძიეს მასალა ინგლისურ ენაზე და
მოახდინეს მასალის რედაქტირება ვორდის ფაილში. |
|
7 |
პროექტში მონაწილეების
ასაკი, კლასი |
პროექტში მონაწილე ბავშვების ასაკი 8-14
წელია. შესაბამისად, პროექტში მოსწავლეები ჩართული არიან სურვილის და შესაძლებლობის
მიხედვით. |
|
8 |
პროექტის მონიტორინგისა
და შეფასების სტრატეგია |
პროექტის მონიტორინგისათვის შევიმუშავე შეფასების
ცხრილი, რომელშიდაც პერიოდულად ვინიშნავდი მოსწავლეების ჩართულობას, მათ აქტიურობას
და ხარვეზების შემთხვევაში მომდევნო გაკვეთილზე და შეხვედრაზე ვცდილობდი მათ აღმოფხვრას. ვიდეო ჩართვის დროს, რა თქმა უნდა, ვახორციელებდი
მოსწავლეთა დაკვირვებას, ვინ როგორ აქტიურობდა და გამოთქვამდა საკუთარ აზრს. აღნიშნული შეფასების ცხრილი დამეხმარა იმაშიდაც,
რომ ნაკლებად ჩართული მოსწავლეები უფრო აქტიურად ჩამერთო პროექტში და მხოლოდ ერთეულების
მონაწილეობით არ შემდგარიყო ფინალური გაკვეთილი. ვიყენებდი შიდა შეფასებებს. მოსწავლეები
გამოხატავდნენ თავიანთ აზრს იმის შესახებ, თუ ვინ რა როლს ასრულებდა ჯგუფურ თუ სხვადასხვა
მეცადინეობებში. ერთმანეთის შეფასება, კი მათთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ყოველთვის
ცდილობდნენ, რომ შექება დაემსახურებინათ. |
|
9 |
პროექტის განხორციელების
რისკები და შესაძლო ხარვეზები და მათი თავიდან აცილების გზები |
პროექტში არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი
რისკები, თუ არ ჩავთვლით პროექტის ფინალურ ეტაპზე მოსწავლეების შესაძლო არდაფიქსირებას
და ელექტროენერგიის გათიშვას, რაც საბედნიეროდ არ მომხდარა. პროექტის ყველა ეტაპი და საფეხური მიმდინარეობდა
წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით. მცირედი ცვლილება და დროში გადაწევა შეეხო
თებერვლის აქტივობას, რაც განპირობებული იყო თურქეთშ მომხდარი კატასტროფის შედეგად. |
|
10 |
მოსალოდნელი შედეგები |
პროექტი დაგვირგვინდა ფინალური გაკვეთილით,
რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან წარმატებული გამოდგა. ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართულნი
საგაკვეთილო პროცესში. რაც მთავარია მეტყველება მიმდინარეობდა ინგლისურ ენაზე. შემოვიღეთ
წინასწარ შემუშავებული და გაფორმებული წითელი ბარათი, რომელიც გადაეცემოდა მოსწავლეს
მშობლიურ ენაზე დალაპარაკების შემთხვევაში. ბავშვებში იგრძნობოდა გინდურობისა და ერთობის
შექრძნება. ის საკითხები და პროცედურები, სასწავლო მეთოდები თუ წესები, რომლებზეც
დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით, წარმატებით იქნა შესრულებული. მოსწავლეების მიერ შესრულებული ყოველი აქტივობა
განმსჭვალული იყო დიდი ენთუზიაზმით, მონდომებით და ხალისით. ლოგიკური მსჯელობა, ანალიზისა
და ტრანსფერის უნარები ბავშვებმა შესაბამისი აქტივობებით წარმოაჩინეს.
უცხო ტექსტებზე მუშაობის დროს განუვითარდათ თხრობის, აღწერის, აზრის თანამიმდევრულად
გადმოცემისა და დასაბუთების უნარ-ჩვევები. ასევე განუვითარდათ კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა
და საკომუნიკაციო უნარები.
გააცნობიერეს, რომ უცხო ენაზე საუბრით ისინი ენობრივ მარაგს გაცილებით მალე
იმდიდრებენ ვიდრე მშობლიურ ენაზე საუბრის დროს. გაუჩნდათ უხო ენაზე მეტყველების მოთხოვნილება,
განსაკუთრებით საგაკვეთილო პროცესის, და არა მარტო საგაკვეთილო პროცესის დროს. პროქეტი დასრულდა საბოლოო შეფასებით, რომელიც
გაკეთდა, როგორც მოსწავლეების, ასევე მასწავლებლების მიერ, რითაც დავინახეთ პროექტის
დადებითი და უარყოფითი მხარეები, მივიღეთ საბოლოო რეფლექსია, რაც შემდგომ პროექტებზე
მუშაობაში ძალიან დაგვეხმარა. |
|
11 |
პროექტის განხორციელებისთვის
საჭირო დრო |
პროექტის საერთო ხანგრძლივობამ ოთხი თვე
შეადგინა. ოთხივე ტვის მანძლზე, პროექტის დავალებები იყო განსხვავებული, საინტერესო
და ინტერაქტიული. აქ იყო როგორც ჯგუფების შედგენისათვის განკუთვნილი დრო, აგრეთვე
დრო სამოქმედო გეგმისათვის, იდეების შემუშავებიდა და განხორციელებისათვის, მონიტორინგის
კითხვარის შედგენისა და უშუალოდ მონიტორინგის განხორციელებისათვის, პროექტის ფინალური
შედეგების ჩვენებისათვის, საბოლოო შეფასებისა და შთაბეჭდილებების გაზიარებისათვის. |
|
12 |
რესურსები |
პროექტის განმავლობაში შეიქმნა არაერთი რესურსი,
როგორც ონლაინ, ასევე რეალურ სიტუაციებში და ყველა მათგანის ფოტო და ვიდეო მასალა
შენახულია და ნაწილობრივ ატვირთულია კიდევაც პლატფორმაზე. რა თქმა უნდა, საჭიროების
შემთხვევაში გავაცნობ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. |
No comments:
Post a Comment