Sunday, July 10, 2016

"ერთი დღე ლონდონში" "One Day In London"


პროექტის სახელწოდება;
“ერთი დღე ლონდონში” “One Day in London”
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით;
პროექტის  ფარგლებში ბავშვები გაეცნობიან  ლონდონური ცხოვრებისათვის დამახასიათებელ ძირითად თავისებურებებსა და წესებს; შესაძლებლობა ექნებათ თავად გახდნენ რამოდენიმე წუთით ლონდონელი, სხვადასხვა ფენის წარმომადგენელი მოქალაქეები, შეასრულონ და გაითავისონ აღნიშნული წესები;
პროექტის აქტუალობა;
პროექტის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ ბავშვებს, უმეტეს შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ დიდი გულმოდგინებით სწავლობენ ინგლისურს, წარმოდგენა არ აქვთ ინგლისელი ხალხის ტრადიციებზე, ცხოვრების სტილზე, სამოსზე და სამზარეულოზე;
პროექტის მიზნები;
პროექტის მიზანია, რომ ბავშვებმა შეიძინონ ცოდნა ინგლისური ცხოვრების ტრადიციების და თავისებურებების შესახებ; ბავშვები შეიძენენ ზოგად ცოდნას მათთვის სასურველი საკითხების შესახებ; განივითარებენ ისეთ უნარებს, როგორიცაა ჯგუფური მუშაობა, გუნდურობა; ასევე, გადაწყვეტილების მიღების, მსჯელობის, დასკვნების გაკეთების, კრეატიული აზროვნების, წარმოსახვის და ფუნქციური აზროვნების უნარებს;
მონაწილეთა ასაკი;
12
ვადები/ხანგრძლივობა;
1 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას;
ბავშვები გაითავისებენ სხვადასხვა წესებსა და ტრადიციებს; თავად დაამზადებენ ინგლისურ კერძებსა და ჩაის ინგლისური ეტიკეტის ნორმების დაცვით; თავად დაამზადებენ ლონდონურ სამოსს და მოახდენენ ლონდონური ჩაცმულობის პრეზენტაციას;
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები;
ინტერნეტი; პროექტორი; სახელმძღვანელო; ტანსაცმელი; პროდუქტი;
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები);
  1. ბავშვები იძიებენ ინფორმაციას ინგლისური ჩაცმულობის, კერძებისა და ტრადიციების შესახებ;
  2. მასწავლებელთან ერთად განიხილავენ ინფორმაციას და აჯამაბენ რა იქნება მათთვის მნიშვნელოვანი და გამოსაყენებელი პროექტში; რაზე გააკეთებენ ძირითად აქცენტებს;
  3. ბავშვები მონაწილეობას იღებენ როლებისა და მოვალეობების გადანაწილებაში; სურვილისამებრ და რათქმაუნდა მასწავლებელთან ერთად განიხილავენ თუ ვინ რას შეასრულებს; ნაწილი ინგლისურ სამოსზე გააკეთებს აქცენტს, ნაწილი სამზარეულოზე და ასევე ტრადიციებზე;
  4. ბავშვები ჯგუფებში იძიებენ შესამაბის რესურსებს; მასწავლებელი ეხმარება რესურსების მოძიებაში;
  5. მეორე შეხვდერაზე განიხილავენ სხვადასხვა ტანსაცმლის, კერძის, სასმელისა და ზოგადად ტრადიციების თავისებურებებს; არჩევენ მათთვის საპრეზენტაციოდ სასურველ თემას და განიხილავენ მომზადების პროცედურებს;
  6. შემაჯამებელი შეხვედრა; მასწავლებელი ჯერ თითოეულ ჯგუფთან განიხილავს მუშაობის შედეგს, შემდეგ კი აერთიანებენ და განიხილავენ მთლიანობაში;
  7. ბუნებაში აწყობენ ინგლისური აივნის იმიტაციას და წარმოადგენენ ტიპიურ ინგლისურ ოჯახს; ახდენენ მოპოვებული და დამუშავებული მასალის რეალიზებას;
  8. პროექტის შეჯამება; მოეწყობა პროექტის განხილვა/დისკუსია;
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი;
კავშირი ისტორიასთან, მუსიკასთან და მხატვრობასთან;
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი);
ლალი ამბროლაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა;
lali.ambroladze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი;
http://ambroladzelali.blogspot.com/

No comments:

Post a Comment

Georgia - Country With Great Culture...